ჩვენს შესახებ
აფხაზეთის უსინათლოთა და ყრუ–მუნჯთა კავშირი “ჰერა” დაფუძნდა 2000 წლის 17 ივლისს. რეგისტრირებულია სოხუმის საქალაქო და რაიონული სასამართლოს მიერ. რეგისტრაციის ნომერია ა/4100/9–37. კავშირის მიზანია აფხაზეთიდან და სამხრეთ ოსეთიდან იძულებით გადაადგილებული შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა (შშმპ) სოციალურ–ფსიქოლოგიური, სამედიცინო რეაბილიტაცია, უფლებების დაცვა, საზოგადოებასთან ინტეგრირების ხელშეწყობა, დასაქმების ხელშეწყობა, პროფესიული მომზადება–გადამზადება და სოციალური საწარმოების შექმნა, უსინათლოთა და ყრუ ბენეფიციართა თანაბარი ხელმისაწვდომობა ინფორმაციასა და ლიტერატურაზე და მათი ადვოკატირება.
კავშირი “ჰერა” თანამშრომლობს როგორც ადგილობრივ, ასევე საერთაშორისო არასამთავრობო და სამთავრობო ორგანიზაციებთან, რომელთა დახმარებით განხორციელდა მთელი რიგი მოკლევადიანი და გრძელვადიანი პროექტები. კავშირი “ჰერა” 2004 წლის 15 ნოემბრიდან არის მსოფლიო უსინათლოთა და ყრუთა ფედერაციის წევრი.
საქართველოს მასშტაბით კავშირში გაწევრიანებულია 800–მდე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი. ქ. თბილისში აღრიცხვაზეა 295 პირი, მათგან 79 ბავშვი ჩვენს კავშირში გაწევრიანებული ბენეფიციართა ოჯახის შვილებია.
სტუდია „ჰერა“- ს შემადგენლობა
ნორიკ ასატრიანი ტექნიკური ასისტენტი |
დავით ყვირილიანი ახალგაზრდული მომართულების მენეჯერი |
გიორგი დურგლიშვილი მხატვარ - ანიმატორი |
ეთერი ჯიმშელეიშვილი ოფის-მენეჯერი |