აფხაზეთის უსინათლოთა და ყრუ–მუნჯთა კავშირი "ჰერა"
                 Abkhazian Blinds and Deaf-Dumbs Union "HERA"
       Союз слепых и глухо-немых Абхазии "Гера" 
სამშაბათი, 26.11.2024, 21:21
მოგესალმები სტუმარი | RSSმთავარი | რეგისტრაცია | შესვლა
საიტის მენიუ
სექციის კატეგორიები
ქართული ლიტერატურა [0]
აფხაზური ლიტერატურა [0]
ოსური ლიტერატურა [0]
ჩვენი გამოკითხვა
Оцените мой сайт
სულ პასუხი: 13
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 2
სტუმარი: 2
მომხმარებელი: 0

სტრუქტურა

 


 

 

 

                              კავშირ "ჰერა"-ს ხმის ჩამწერი სტუდია

 


აფხაზეთის უსინათლოთა და ყრუ-მუნჯთა კავშირის ბაზაზე ჩამოყალიბდა ხმის ჩამწერი სტუდია "ჰერა", სადაც პროფესიონალი მსახიობებისა და დიქტორების მიერ ქართულ, აფხაზურ, ოსურ და რუსულ ენებზე გახმოვანებულ იქნა თანამედროვე ქართველი, აფხაზი, ოსი და რუსი მწერლებისა და პოეტების მიერ შექმნილი მხტვრული ნაწარმოებები. დღემდე გახმოვანებულია და CD დისკებზე ჩაწერილია 140-მდე ნაწარმოები. (იხ. ბიბლიოთეკა).
 
                          საინფორმაციო-ანალიტიკური განყოფილება 



კავშირის "ჰერა” საინფორმაციო-ანალიტიკუი განყოფილების მიზანს წარმოადგენს რეგიონალურ ორგანიზაციებში საინფორმაციო-საკონსულტაციო ცენტრების შექმნას ცენტრით ქ. თბილისში. საინფორმაციო-საცნობარო განყოფილება აღჭურვილია თანამედროვე ორგტექნიკით. კავშირში "ჰერა" გაწევრიანებულ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე მხედველობადაქვეითებულ და სმენაშეზღუდულ პირებს აქვთ საშუალება ისარგებლონ  კომპიუტერთან მუშაობის ელემენტარული ცოდნით და ინტრნეტით.



                         კავშირი "ჰერა"-ს პარტნიორი ორგანიზაციები




კავშირ "ჰერა"-ს  აქვს გაფორმებული სათანადო ხელშეკრულებები და საქმიანი ურთიერთობები რიგ საერთაშორისო თუ ადგილობრივ ორგანიზაციებთან: 
1. საქართველოს საპატრიარქოს ფონდი;
2. ფონდი „ღია საზოგადოება - საქართველო";
3. ფონდი „ღია ინსტიტუტი - ბუდაპეშტი";
4. მსოფლიო ბანკი;
5. გაეროს განვითარების ფონდი;
6. აფხაზეთის ა/რ მთავრობა;
7. ფონდი "ჰონორ ვიტე";
8.პოლონეთის საელჩო საქართველოში; 
9. შპს „პსპ";
10.შპს „ავერსი";
11. ინტელექტუალური საკუთრების დაცვის ეროვნული ცენტრი "საქპატენტი";
12. შპს „შინჰოფერი";
13. თბილისის მერია;
14 დიდი ბრიტანეთის საელჩო საქართველოში;
15. ევრაზიის განვითარების ფონდი;
16. შპს "ბარამბო";
17. დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატი;
18. სამედიცინო ფონდი "არქიმედი" 

2003 წლის ოქტომბერში კავშირის "ჰერა” ორმა წევრმა მონაწილეობა მიიღო საქართველოს ჩემპიონატში ჭადრაკსა და შაშში შშმპ-თა შორის. აღსანიშნავია ისიც, რომ ჭადრაკში საპატიო მეოთხე ადგილი დაიკავა მეორე ჯგუფის უსინათლო ინვალიდმა ზურაბ ყალიჩავამ, რომელიც ჩარიცხულ იქნა ჭადრაკში საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში.


         კავშირის "ჰერა” კულტურულ-საგანმანათლებლო განყოფილება



კავშირის "ჰერა” კულტურულ-საგანმანათლებლო განყოფილების მიზანია კავშირში გაწევრიანებული შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთაგან მოიძიოს და გამოავლინოს ხელოვნების სხვადასხვა დარგში ნიჭიერი ადამიანები.
ჩამოყალიბდა ქართული ხალხური სიმღერებისა და საკრავების ანსამბლი, ხეზე კვეთის წრე (წრეზე ისწავლება ორნამენტის ამოკვეთა, სხვადასხვა სუვენირების დამზადება). ფარდაგის (გობელენების) ქსოვის წრე, საჭირო ინვენტარი (შეისწავლება ფარდაგის (გობელენების) ქსოვა, ძველი ქართული ორნამენტების და ქსოვის სხვადასხვა ტექნიკა), რომელიც დაფინანსდა ქალთა ასოციაცია "თანხმობის” მიერ. დამზადებული იქნა დაზგები, შევიძინეთ ძაფები და სხვადასხვა სახის ინვენტარი. მონაწილეობა გვაქვს მიღებული სხვადასხვა კონცერტებში და გამოფენებზე.
კულტურულ-საგანმანათლებლო განყოფილების ხელმძღვანელია მამუკა კარტოზია, დაბადებული 1971წ. არის სმენადაქვეითებული, სპეციალობით დიზაინერი (ფარდაგის, გობელენების სპეციალისტი). აფხაზეთიდან დევნილი. მონაწილეობა აქვს მიღებული კონკურსებში და გამოფენებზე, სადაც მისმა ნამუშევრებმა დაიმსახურეს დიდი მოწონება.
შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  ნოემბერი 2024  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
    123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930
საიტის მეგობრები
  • Create a free website
  • uCoz Community
  • uCoz Textbook
  • Video Tutorials
  • Official Templates Store
  • Best Websites Examples