1. საერთაშორისო ფონდმა “ღია საზოგადოება–საქართველო”მ დააფინანსა კავშირ “ჰერა”–ს მიერ წარმოდგენილი პროექტი “საზაფხულო ბანაკი ზღვაზე – ცხუმი” (კოდი: ED/11/01) პროექტი განხორციელდა 2001 წლის ივლის–აგვისტოში. შემეცნებით–გამაჯანსაღებელ ბანაკში “ცხუმი” დაისვენეს და ფსიქოსომატური რეაბილიტაცია გაიარეს იძულებით გადაადგილებული შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა შვილებმა, ბავშვებმა და დე ფაქტო აფხაზეთიდან (ოჩამჩირის და გალის რაიონი) ინვალიდების შვილებმა. (სულ 30 ბავშვი).
2. საქართველოს 2001 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ საქართველოს კანონის შესაბამისად დამტკიცებულ „ინვალიდთა სოციალური დაცვის 2001 წლის სახელმწიფო პროგრამის“ ფარგლებში „უსინათლო და მხედველობადაქვეითებულ ინვალიდთა დამატებითი სამედიცინო და სოციალური რეაბილიტაციის პროგრამა“ (ხელშეკრულება #2 2001 წლის 6 ნოემბერი). განხორციელდა უსინათლო ინვალიდთა სამედიციონო დახმარება, საზოგადოებაში მათი ინტეგრაცია, სასიცოცხლოდ აუცილებელი მოთხოვნების დაკმაყოფილება, სოციალური ინფრასტრუქტურით შეუფერხებელი სარგებლობა, კულტურულ და საყოფაცხოვრებო პირობების გაუმჯობესება. ხელშეკრულების ღირებულება 12 000 ლარი. პროექტის ფარგლებში ჩამოყალიბდა რეგიონალური ორგანიზაციები: სამეგრელო–ზემო სვანეთი, იმერეთი რაჭა–ლეჩხუმი, გურია–აჭარა, აღმოსავლეთ საქართველო.
ხელშეკრულების მოქმედების ვადაა 2001 ნოემბრიდან – 2002 წლის 1 მაისამდე.
3. საქართველოს დასაქმების ერთიანი სახელმწიფო ფონდი (ხელშეკრულება #34 22 აგვისტო 2001 წელი. ინვალიდთა დასაქმების ხელშეწყობის პროექტის განხორციელების შესახებ). ხელშეკრულების საგანი დაბალკონკურენტიან პირთა დასაქმების ხელშეწყობის მიზნით „ხილბოსტნეულის დამამზადებელი და სარეალიზაციო–საბითუმო ბაზის ჩამოყალიბების“ პროგრამის განხორციელება. პროექტი განხორციელდა და შედეგად დასაქმდა 32 შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირი და მათი ოჯახის წევრები. ხელშეკრულების ღირებულება 25 000 ლარი.
4. საქართველოს დასაქმების ერთიანი სახელმწიფო ფონდი (ხელშეკრულება # 35 22 აგვისტო 2001 წელი. ინვალიდთა პროფორიენტაციისა და პროფესიული მომზადება–გადამზადების, მათი ეფექტიანი დასაქმებისა და დასაქმების შესაძლებლობების გაზრდის მიზნით „იძულებით გადაადგილებულ მხედველობადაქვეითებულ და სმენაშეზღუდულ ინვალიდთა პროფესიული მომზადება მათი დასაქმების შესაძლებლობების გაზრდის“ შესახებ. პროექტი განხორციელდა 2001 წლის მაისის თვიდან 2002 წლის თებერვლამდე. ტრენინგი გაიარა 28 ბენეფიციარმა. ხელშეკრულების ღირებულება შეადგენს 15 000 ლარს.
5. 2002 წლის 3 ივნისის ხელშეკრულების ხელშმწიფო შესყიდვის შესახებ # 106/II–5 საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სატენდერო კომისიის გადაწყვეტილებით აფხაზეთის უსინათლოთა და ყრუ–მუნჯთა კავშირმა “ჰერა”–მ გაიმარჯვა “დევნილ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა სამედიცინო და სოციალური უნზრუნველყოფის” 2002 წლის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში განხორციელებულ ტენდერში (ბიუჯეტი 52 000 ლარი). კავშირმა “ჰერა”–მ პროექტის წარმატებულად განსახორციელებლად პროგრამის ფარგლებში ხელშეკრულებები გააფორმა სამედიცინო დაწესებულებებთან საქართველოს რეგიონებში, მათ შორის ისეთ რთულ რეგიონში, როგორიცაა კოდორის ხეობა. პროგრამის განხორციელება დაიწყო 2002 წლის ივნისიდან 2003 წლის სექტემბრამდე.
6. საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდი (შეთანხმება 2003 წლის 10 თებერვალი). “დევნილ შშმ პირთა სოციალური რეაბილიტაცია”. პროექტი განხორციელდა შემდეგ პერიოდში – 2003 წლის 1 სექტემბერი – 2004 წლის 1 ივნისი. ყოველი თვის ფინანსური ლიმიტი შეადგენდა არაუმეტეს 7428 ლარს.
7. გაეროს განვითარების პროგრამა (პროექტის # 00012709)
“დევნილ შშმ პირთა სოციალური რეაბილიტაცია”. პროექტი განხორციელდა საქართველოს 3 რეგიონში: სამეგრელო–ზემო სვანეთი, იმერეთი და ქ. თბილისი. პროექტის ფარგლებში ჩატარდა კომპიუტერული სწავლებისა და ფარდაგი–გობელენის შემსწავლელი კურსები, ფსიქოლოგიური, იურიდიული ტრენინგები, ტრენინგები მცირე ბიზნესის საკითხებსა და კონფლიქტოლოგიაში. 2004 წლის 1 მაისიდან –2004 წლის 31 დეკემბრამდე. პროექტის ბიუჯეტი – 16 000 $.
8. დანიის ლტოლვილთა საბჭომ 2005 წლის მარტში დააფინანსა პროექტი “დევნილი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა დასაქმება მეფუტკრეობაში”. პროექტი წარმატებით ხორციელდება 2005 წლის აპრილიდან იმერეთის რეგიონში, კერძოდ ქ. წყალტუბოს ზონის მაღალმთიან რაიონში. სულ დასაქმდა 12 ბენეფიცარი.
9. ფონდი “ღია საზოგადოება საქართველო” (კოდი INTOS /04/06–14274). “შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთათვის საინფორმაციო–საკონსულტაციო სერვის–ცენტრების შექმნა და ფუნქციონირება ქ. გალსა და ქ. თბილისში”. პროექტი განხორციელდა ქ. თბილისსა და აფხაზეთის დე ფაქტო ტერიტორიაზე, კერძოდ ქ. გალში 2006 წლის 8 ივნისიდან – 2006 წლის 10 ნოემბრის ჩათვლით.
10. კავშირმა “ჰერა”–მ მონაწილეობა მიიღო და გაიმარჯვა საქართველოს სოციალური დახმარებისა და დასაქმების სახელმწიფო სააგენტოს მიერ გამოცხადებულ ტენდერში “შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა სოციალური ინტეგრაციისა და ადაპტაციის ხელშეწყობის 2006 წლის სახელმწიფო პროგრამის “შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა სოციალური ინტეგრაციის” ქვეპროგრამის ფარგლებში მომსახურებათა შესყიდვაზე. ხელშეკრულება გაფორმდა 2006 წლის 21 აგვისტოს (ხელშეკრულება სახელმწიფო შესყიდვის შესახებ # 36/პ). პროექტის ფარგლებში გამოშვებულ იქნა 200 ცალი სხვადასხვა ჟანრის აუდიო წიგნი, 100 ცალი ბრაილის შრიფტით დაბეჭდილი წიგნი. სულ დასაქმდა 33 ბენეფიციარი, აქედან 12 შშმ პირი. პროგრამა დასრულდა 2006 წლის 31 დეკემბერს.
11. 2008 წლის თებერვლიდან ფონდი “ღია ინსტიტუტი – ბუდაპეშტი”–ს მხარდაჭერით დაფინანსდა პროექტი “საქართველოში მცხოვრები ნაციონალური უმცირესობების (აფხაზები, ოსები) კულტურული მემკვიდრეობის მხარდასაჭერად ხმის ჩამწერი სტუდიის შექმნა”. ხმის ჩამწერი სტუდია “ჰერა” შეიქმნა ჩვენი კავშირის ოფისის ბაზაზე. პროექტის კოდია AC/N/01/08 – 15507. პროექტის შესრულების ვადებია: 2008 წლის 1 მარტი – 2009 წლის 01 მარტი. პროექტის ძირითადი მიზანი იყო აუდიო წიგნების ჩაწერა ქართულ, რუსულ, აფხაზურ და ოსურ ენებზე და მათი უსასყიდლოდ გავრცელება დე ფაქტო აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში. ეს პროექტი არის პატარა მარცვალი დაპირისპირებულ მხარეებს შორის ნდობის აღდგენასა და ჩატეხილი ხიდის გამთლიანებაზე.
12. პროექტი “თქვენი სიცოცხლე, თქვენი სამუშაო, თქვენი მომავალი” დაფინანსდა ფონდი “ღია საზოგადოება – საქართველო”–ს მიერ “მსოფლიო ბანკის” მიერ გამოცხადებულ კონკურსში ( კოდი IntCSS/04/09-16269). პერიოდი 01.06.2009 – 01.12.2009 წწ. პროექტის მიზანი იყო კავშირ “ჰერა”–ს ცენტრალურ ოფისში (ქ. თბილისი, გურჯაანის ქ. #22) საინფორმაციო–საკონსულტაციო ბიზნეს–ცენტრის ჩამოყალიბება. სოციალურად დაუცველი, იძულებით გადაადგილებული შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ახალგაზრდების ინტეგრაცია საზოგადოებაში: უფასო კომპიუტერული კურსების ჩატარება, ტრენინგების ჩატარება მარკეტინგში, მენეჯმენტში, ფსიქოლოგიაში, კონფლიქტოლოგიასა და სამართალმცოდნეობაში. ბენეფიციართა რაოდენობამ შეადგინა 35 პირი.
13. კავშირმა “ჰერა”–მ მონაწილეობა მიიღო და გაიმარჯვა საქართველოს ჯანმრთელობისა და სოციალური პროგრამების სააგენტოს მიერ გამოცხადებულ ტენდერში “შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა, ხანდაზმულთა და ოჯახურ მზრუნვლობას მოკლებულ ბავშვთა სოციალური რეაბილიტაციის ხელშეწყობის” 2009 წლის სახელმწიფო პროგრამის უსინათლოთა სოციალური ინტეგრაციის ქვეპროგრამაში. (ხელშეკრულება # 7შ9991155509ჰ/1 2009 წლის 1 ივლისი). პროგრამის მთავარი მიზანი იყო მხატვრული და სამეცნიერო–პოპულარული ლიტერატურის გახმოვანება (სულ 20 427გვ.), მათი ჩაწერა კომპაქტ–დისკებზე 15 ეგზემპლიარად, კოპირება და გავრცელება საქართველოს რეგიონებსი მდებარე ბიბლიოთეკებსა და სპეციალიზირებულ საგანმანათლებლო დაწესებულებებში. პერიოდი 01.07.2009წ. – 31.12.2009წ.
14. 2010 წელს ქ. თბილისის მერიამ დააფინანსა პროექტი “ქართველი, აფხაზი და ოსი უსინათლო პირთა ურთიერთდაახლოებისა და ერთიან ქართულ სახელმწიფოში ინტეგრაციის ხელშეწყობა” (ხელშეკრულების # 011011/10/186 26 მარტი, 2010წ). პროექტის მთავარი მიზანი იყო, პირველ რიგში, აუდიო წიგნების გამოშვება ქართულ, აფხაზურ და ოსურ ენებზე, მათი კულტურული მემკვიდრეობის შესანარჩუნებლად და მეორე რიგში, ამ აუდიო წიგნების გავრცელება დე ფაქტო აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში. პროექტის ხანგრლივობამ შეადგინა 9 თვე (26. 03. 2010წ – 26.12.2010წ).
15. 2011 წლის 24 ნოემბერს დაიდო ხელშეკრული ევრაზიის თანამშრომლობის ფონდთან გრანტის შესახებ (G11–4005/653 2011 წლის 24 ნოემბერი). პროექტის სახელწოდებაა “სოციალური საწარმო – ხმის ჩამწერი სტუდია “ჰერა”. გრანტის მოქმედების პერიოდია 25.11. 2011 წ. – 24.06.2012წ. მოცემული პროექტის მხარდაჭერა განხორციელდა ევრაზიის თანამშრომლობის ფონდის მიერ შვედეთის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (SIDA) სახსრებიდან. სოციალურ საწარმოში დასაქმდა 6 იძულებით გადაადგილებული შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირი. გრანტის მოქმედების პერიოდში მომზადდა სარეალიზაციოდ ხუთი აუდიო წიგნი ბავშვებისათვის და ოცი აუდიო წიგნი უფროსებისათვის.
16. 2012 წლის მაისში დაიდო ხელშეკრულება ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს საელჩოსთან გრანტის მინიჭების შესახებ. პროექტის სახელწოდებაა: “ჩვენი მრავალეთნიკური და კულტურულად მრავალფეროვანი საქართველო”. პროექტის შედეგად გამოშვებულ იქნა 1500 ცალი აუდიო წიგნი, რომელიც შემდგომში უსასყიდლოდ გადაეცა საქართველოს პარლამენტთან არსებულ ილია ჭავჭავაძის სახელობის ეროვნულ ბიბლიოთეკას, ქ. თბილისის 202 უსინათლოთა საჯარო სკოლას, ქ. სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტს, ქ. თბილისის ივ. ჯავახიშვილის სახელობის უნივერსიტეტს, სამხრეთ ოსეთის დროებით ადმინისტრაციას და დიდი ბრიტანეთის საელჩოს საქართველოში.
17. 2012 წლის 13 ოქტომბერს დაიდო ექვს თვიანი საგრანტო ხელშეკრულება სამოქალაქო ინსტიტუციონალიზმის განვითარების ფონდთან დამტკიცებული პროექტის “სოციალური საწარმო “ჰერა”–ს სერვის–ცენტრის განსახორციელებლად”. ეს სოციალური საწარმო შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებს ემსახურება უფასოდ, პროექტის ფარგლებში ჩატარდა ქართულენოვანი ხმოვანი სინთეზატორის მეშვეობით უსინათლო ბენეფიციარებისათვის კომპიუტერული სწავლება. სულ ტრენინგები გაიარა სამმა უსინათლო ბენეფიცარმა. პროექტის ფარგლებში შეიქმნა მომსახურების სოციალური საწარმო, სადაც დასაქმდა კავშირის 4 წევრი (შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირები და ომის ვეტერანები).
18. საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის მიერ დაფინანსებულ იქნა პროექტი „სტუდია „ჰერა“ და თანამედროვე ბაზარი“ (ხელშეკრულება # Se 1.2.1.3./2013/12).
პროექტის მთავარ მიზანს წარმოადგენს სოციალური საწარმოს ეკონომიკური მდგრადობის მისაღწევად სამიზნე სეგმენტის გამრავალფეროვნება და მათზე მორგებულ მარკეტინგული სტრატეგიის შემუშავება. პროექტის შესრულების ვადაა 23.12.2013 – 28. 02.2014 წწ.
19. 2014 წლის 30 მაისს სრულიად საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქის, უწმინდესი და უნეტარესი ილია II
–ს საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდმა გადმოგვცა სიგელი, რომელიც გვეძლევა პროექტისთვის „აუდიო–მულტი წიგნები ქართული დიასპორისათვის“ 2014 წლის სამეცნიერო საგრანტო კონკურსში გამარჯვებისათვის. პროექტის განხორცილება დაიწყო ივლისის თვიდან.
20. 2014 წლის 2 ივნისს პოლონეთის რესპუბლიკის საელჩომ საქართველოში, ხელშეკრულების # TBI 6/2014 მიხედვით, დააფინანსა პროექტი "შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის აუდიო წიგნების ინტერნეტ–ბიბლიოთეკის შექმნა". პროექტის შესრულების ვადაა 02.06.2014 – 25.12.2014 წ. ამ პროექტით უზრუნველყოფილი იქნება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ( უსინათლოები, ეტლით მოსარგებლეები, საწოლზე მიჯაჭვულები და სხვა), ლიტერატურაძე თანაბარი ხელმისაწვდომობის პრინციპი.
21. საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსა და აფხაზეთის უსინათლოთა და ყრუ-მუნჯთა კავშირ „ჰერა“-ს შორის 2015 წლის 12 მარტს დაიდო ხელშეკრულება # პ-51. ხელშეკრულების საგანს წარმოადგენს კავშირ „ჰერა“-ს მიერ წარმოდგენილი პროექტის „უსინათლო შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების თანაბარი ხელმისაწვდომობა საქართველოს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ნიმუშების ხელმისაწვდომობა“. ხელშეკრულება ძალაშია 2015 წლის 3 სექტემბრამდე. პროექტის შედეგად მომზადებული იქნება 300 ცალი აუდიო წიგნი, რომლებიც უფასოდ გადაეცემათ სხვადასხვა საგანმანათლებლო და სპეციალიზირებულ ორგანიზაციებს.
22. 2015 წლის 20 აპრილს საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სასჯელაღსრულების დეპარტამენტსა და აფხაზეთის უსინათლოთა და ყრუ-მუნჯთა კავშირ „ჰერა“-ს შორის გამარტივებული ელექტრონული ტენდერის საშუალებით (SPA 150010028) დაიდო ხელშეკრულება # 117. მის საგანას წარმოადგენს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის საჭიროებისათვის აუდიო წიგნების შესყიდვა. სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით გამოშვებულ იქნა 42 დასახელების 252 ცალი აუდიო წიგნი.
23. 2015 წლის 3 ივნისს დაიდო ხელშეკრულება საქართველოს სახალხო დამცველის აპარატსა და აფხაზეთის უსინათლოთა და ყრუ-მუნჯთა კავშირ „ჰერა“-ს შორის. ხელშეკრულების საგანს წარმოადგენს საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ საქართველოს სახალხო დამცველის 2014 წლის ანგარიშის (შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებრივი მდგომარეობის ნაწილში) გახმოვანებას ქართულ ენაზე და კომპაქტ-დისკზე ჩაწერას. სულ გამოშვებულ იქნა 500 ცალი აუდიო წიგნი, რომელიც გაახმოვანა საქართველოს სახალხო არტისტმა, სახელმწიფოსა და კოტე მარჯანიშვილის პრემიების ლაურეატმა ნუგზარ ყურაშვილმა.
24. 2015 წლის 5 ოქტომბერს დიდო ხელშეკრულება # 880/06 გამარტივებული შესყიდვის საშუალებით სახელმწიფო შესყიდვის განხორციელების შესახებ, ერთის მხრივ ივ. ჯავახიშვილის სახ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი და მეორეს მხრივ აფხაზეთის უსინათლოთა და ყრუ-მუნჯთა კავშირ „ჰერა“-ს შორის. ხელშეკრულების საგანია აუდიოვიზუალურ მატარებლებზე განთავსებული ლიტერატურის შესყიდვა. აუდიო წიგნების რაოდენობა შეადგენს 114 ცალს. სრული ღირებულება შეადგენს 860.00 ლარს.
25. 2015 წლის 28 ოქტომბერს დაიდო ხელშეკრულება ერთის მხრივ შპს „მაგთიკომსა“ და მეორეს მხრივ აფხაზეთის უსინათლოთა და ყრუთა კავშირ „ჰერა“-ს შორის. ხელშეკრულების საგანი: კერძოდ, მაგთიკომი დააფინანსებს სტუდია „ჰერა“-ს მიერ შემეცნებითი-სასწავლო ხასიათის ნაწარმოების „საქართველო და ქართველები“ და „ყოველი საქართველო“ აუდიო ვერსიის (აუდიო წიგნის) ჩაწერა-გამოცემას. აუდიო წიგნი ძირითადად განკუთვნილია უსინათლო და მცირემხედველი მოსწავლეებისა და სტუდენტებისათვის. წიგნის ტირაჟი შეადგენს 500 ეგზემპლიარს.
26. 2015 წლის 13 ნოემბერს დაიდო ხელშეკრულება # 11-136/2 სახელმწიფო შესყიდვის შესახებ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და ააიპ აფხაზეთის უსინათლოთა და ყრუთა კავშირ „ჰერა“-ს შორის. ხელშეკრულების საგანია პროექტის „ინკლუზიური განათლების დანერგვა საქართველოს პროფესიული განათლებისა და გადამზადების სისტემაში“
27. 2015 წლის 18 დეკემბერს დაიდო ხელშეკრულება # 18/12/15-1 ერთის მხრივ, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციასა და მეორეს მხრივ, აფხაზეთის უსინათლოთა და ყრუთა კავშირ „ჰერა“-ს მიერ. ხელშეკრულების საგანია ქართული ხალხური ზღაპრების კომპაქტ დისკზე ჩაწერის შესყიდვა.
28. 2016 წლის 1 მარტს დაიდო ხელშეკრულება პ-21 ერთის მხრივ საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსა და მეორეს მხრივ ა(ა)იპ აფხაზეთის უსინათლოთა და ყრუ-მუნჯთა კავშირ „ჰერა“-ს შორის, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის 2016 წლის 23 თებერვლის # 02/125 ბრძანების თანახმად. ხელშეკრულების საგანს წარმოადგენს ა(ა)იპ აფხაზეთის უსინათლოთა და ყრუ-მუნჯთა კავშირი „ჰერა“-ს პროექტის „უსინათლოთა და მცირემხედველი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების თანაბარი ხელმისაწვდომობა მხატვრულ ლიტერატურაზე“ ხელშეწყობის თაო