აფხაზეთის უსინათლოთა და ყრუ–მუნჯთა კავშირი "ჰერა"
                 Abkhazian Blinds and Deaf-Dumbs Union "HERA"
       Союз слепых и глухо-немых Абхазии "Гера" 
კვირა, 28.04.2024, 22:30
მოგესალმები სტუმარი | RSSმთავარი | რეგისტრაცია | შესვლა
საიტის მენიუ
სექციის კატეგორიები
ქართული ლიტერატურა [0]
აფხაზური ლიტერატურა [0]
ოსური ლიტერატურა [0]
ჩვენი გამოკითხვა
Оцените мой сайт
სულ პასუხი: 13
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
სიახლე

 

 

 

2010 წლის 15 დეკემბერს კავშირმა „ჰერა"-მ მონაწილეობა მიიღო ღონისძიებაში „ერთად ვიზრუნოთ მომავალზე, სოციალური საწარმო - განვითარების ახალი შესაძლებლობა".
ღონისძიება  ჩატარდა თბილისის ივენთ ჰოლში პარტნიორი ორგანიზაციების თაოსნობით: ევრაზიის თანამშრომლობის ფონდი, ბრიტანეთის საბჭო, სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი და სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი. პარტნიორი ორგანიზაციები გაერთიანდნენ, რათა ხელი შეუწყონ საქართველოში სოციალური მეწარმეობის კონცეფციისა და პრაქტიკის პოპულარიზაციას. ჩატარდა გამოფენა-გაყიდვა, სადაც კავშირ „ჰერა"-ს გამოფენილი ჰქონდა 100-მდე ხმოვანი წიგნი. 

2011 წლის 16 თებერვალს  საქართველოს ვიცე პრემიერ მინისტრის, სახელმწიფო მინისტრის რეინტეგრაციის საკითხებში ქ–ნ ეკა ტყეშელაშვილის მიერ გამოვიდა ბრძანება # 22, რომელიც ითვალისწინებს აფხაზეთის უსინათლოთა და ყრუ–მუნჯთა კავშირ „ჰერა"–სთვის, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე საქმიანობის განხორციელებისათვის თანხმობის გაცემას.

აფხაზეთის უსინათლოთა და ყრუ-მუნჯთა კავშირის ბაზაზე ჩამოყალიბდა ხმის ჩამწერი სტუდია "ჰერა", სადაც პროფესიონალი მსახიობებისა და დიქტორების მიერ ქართულ, აფხაზურ, ოსურ და რუსულ ენებზე გახმოვანებულიქნა თანამედროვე ქართველი, აფხაზი, ოსი და რუსი მწერლებისა და პოეტების მიერ შექმნილი მხტვრული ნაწარმოებები. დღემდე გახმოვანებულია და CD დისკებზე ჩაწერილია 120-მდე ნაწარმოები. (იხ. ბიბლიოთეკა).  

 აფხაზეთის უსინათლოთა და ყრუ–მუნჯთა კავშირმა „ჰერა" 2011 წლის 24 ოქტომბერს გააფორმა სალიცენზიო შეთანხმება #1002 საქართველოს საავტორო უფლებათა ასოციაციასთან, ასოციაციის რეპერტუარს მიკუთვნებული ნაწარმოებების შემცვლელი ხმოვანი ჩანაწერის რეპროდუცირებაზე ნებართვის გაცემის შესახებ.

2012 წელს სრულიად საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქის, უწმიდესისა და უნეტარესის, მცხეთა–თბილისის მათავარეპისკოპოსის, ბიჭინთისა და ცხუმ–აფხაზეთის მიტროპოლიტის, ილია მეორის თაოსნობით აფხაზეთის უსინათლოთა და ყრუ–მუნჯთა კავშირ "ჰერა"–ს ბენეფიციარებს  დაურიგდათ საშობაო საჩუქრები. საჩუქრები დაარიგა და აკურთხა მამაო შალვამ.

2012 წლის მარტის თვეში რუსულენოვან გაზეთ "კომსომოლსკაია პრავდაში" გამოქვეყნდა სტატია სოციალური საწარმო – ხმის ჩამწერი სტუდია "ჰერა"–ს შესახებ. სტატიაში მოთხრობილია იმის შესხებ, რომ სოციალური საწარმო ჩამოყალიბდა აფხაზეთის უსინათლოთა და ყრუ–მუნთჯა კავშირ "ჰერა"–ს ბაზაზე. საწარმოში დასაქმებულია შვიდი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირი. გაზეთი ვრცელდება საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, მათ შორის ოკუპირებულ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში.
 
2012 წლის 26 მაისს თბილისის მერიის თაოსნობით რუსთაველის გამზირზე  ჩატარდა ღონისძიება საქართველოში ნაწარმოები პროდუქციის გამოფენა –გაყიდვა  – "დამზადებულია საქართველოში", რომელშიც მონაწილეობა მიიღო აფხაზეთის უსინათლოთა და ყრუ–მუნჯთა კავშირთან შექმნილმა სოციალურმა საწარმომ – ხმის ჩამწერი სტუდია "ჰერა". ჩვენს მიერ გამოფენილი იყო სოციალური საწარმოს მიერ შექმნილი აუდიო წიგნები.
 
2013 წლის დასაწყისში აფხაზეთის უსინათლოთა და ყრუ-მუნჯთა კავშირ "ჰერა"-სთან არსებულმა სოციალურმა საწარმომ ხმის ჩამწერი სტუდია "ჰერა"–ს დამატებით გაახმოვანა და აუდიო წიგნების სახით გამოსცა 11 აუდიო დისკი. 
2013 წლის 20 მარტს შერატონ–მეტეხი–პალასში ევრაზიის განვითარების ფონდის მიერ გაიმართა  კონფერენცია "სოციალური მეწარმეობა  და გამოფენა" , სადაც ჩვენმა სოციალურმა საწარმომ მიიღო მონაწილეობა და წარადგინა სხვადასხვა ჟანრის ჩვენს მიერ გამოშვებული აუდიო წიგნები.
2013 წლის 5 აპრილს გაფორმდა ხელშეკრულება ურთიერთ თანამშრომლობის შესახებ აფხაზეთის უსინათლოთა და ყრუ–მუნჯთა კავშირ "ჰერა"–სა და სანო სტუდიოს შორის.
2013 წლის აპრილის თვეში კავშირმა "ჰერა" არქივიდან აღადგინა 60 აუდიო წიგნი.
2013 წლის აპრილის თვეში კავშირმა "ჰერა" წარმატებით განახორციელა პროექტი "მრავალეთნიკური და კულტურულად მრავალფეროვანი ჩვენი საქართველო" დაფინანსებული დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ–ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს საელჩოს მიერ. პროექტის ფარგლებში გამოშვებული აუდიო წიგნები ქართულ, აფხაზურ, ოსურ და რუსულ ენებზე უსასყიდლოდ გადაეცა შემდეგ ორგანიზაციებს: სსიპ ქალაქ თბილისის #202 საჯარო სკოლა (უსინათლოთა სკოლა–პანსეონი), საქართველოს პარლამენტის ილია ჭავჭავაძის სახელობის ეროვნული ბიბლიოთეკა, ქ. თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ქ. სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი, სამხრეთ ოსეთის დროებითი ადმინისტრაცია და სხვა.
2013 წლის მაისის თვეში კავშირმა "ჰერა"–მ უსინათლო ბენეფიციარებს უსასყიდლოდ გადასცა სხვადასხვა ჟანრის აუდიო წიგნები. გამოიცა 2 მულტი წიგნი, ქართული ხალხური ზღაპრები და იგავ-არაკები.
2013 წლის ოქტომბრის თვესი ნორვეგიის ლტოლვილთა საბჭომ კავშირ "ჰერა"–ს გადასცა საოფისე ავეჯი.

2013 წლის 12 ნოემბერს შავი ზღვის უნივერსიტეტში მოეწყო კონკურსი ’’სტუდენტები სოციალური მეწარმეობის მხარდასაჭერად 2013″ პირველი ეტაპის შემაჯამებელი ღონისძიება.სტუდენტებისთვის მიცემული საკონკურსო დავალება მდგომარეობდა სოციალურ საწარმო ხმის ჩამწერი სტუდია ”ჰერას” მარკეტინგული პრობლემების გადაჭრაში. მონაწილე სტუდენტურ ჯგუფებს შორის გამოვლინდა გამარჯვებული გუნდი ″Wild Brains". მეორე ადგილის მფლობელი გახდა გუნდი ″მე ვხედავ მზეს″.

2013 წლის 19 დეკემბერის ბოლოს აფხაზეთის უსინათლოთა და ყრუ–მუნჯთა კავშირმა "ჰერა"–მ, ჩვენს კავშირში გაწევრიანებული ბავშვებისათვის მოაწყო საახალწლო ნაძვის ხის სადღესასწაულო ღონისძიება, სადაც საქველმოქმედო ფონდმა "ჰონორ ვიტე"–მ, ბერძნულმა ფონდმა"ჰიპოკრატე"–მ, კომპანია "ბარამბო"–მ, კომპანია "აი დი ეს ბორჯომმა" და "იბერია რეფრეშმენტმა" ბავშვებს დაურიგეს ტკბილეულობა და სასმელები. 

2014 წლის 18 იანვარს აფხაზეთის უსინათლოთა და ყრუ-მუნჯთა კავშირ "ჰერა"-ს ესტუმრა აფხაზეთის ა/რ მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარე ბ-ნი ვახტანგ ყოლბაია, რომელმაც ჩვენს კავშირში გაწევრიანებულ ბავშვებს გადასცა საახალწლო საჩუქრები.

2014 წლის 30 მაისს სრულიად საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქის, უწმინდესი და უნეტარესი ილია II–ს საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდმა გადმოგვცა სიგელი, რომელიც გვეძლევა პროექტისთვის „აუდიო–მულტი წიგნები ქართული დიასპორისათვის“ 2014 წლის სამეცნიერო საგრანტო კონკურსში გამარჯვებისათვის. დამზადებულია 40 სხვადასხვა ჟანრის აუდიო წიგნები ათ-ათ ეგზემპლიარად, რომელიც გადაეგზავნათ უცხოეთში მცხოვრებ ქართული დიასპორის წარმომადგენლებს.

2015 წლის 20 აპრილს საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სასჯელაღსრულების დეპარტამენტსა და აფხაზეთის უსინათლოთა და ყრუ-მუნჯთა კავშირ „ჰერა“-ს შორის გამარტივებული ელექტრონული ტენდერის საშუალებით (SPA 150010028) დაიდო ხელშეკრულება # 117. მის საგანას წარმოადგენს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის საჭიროებისათვის აუდიო წიგნების შესყიდვა. სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით გამოსაშვები აუდიო წიგნების რაოდენობა არის 42 დასახელების 252 ცალი.

2015 წლის 1 ივნისს, ბავშვთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, საერთაშორისო ჰუმანიტარულმა ფონდმა „ჰონორ ვიტე“-მ ჩვენს კავშირში გაწევრიანებულ შშმ პირებსა და მათ შვილებს გადმოგვცა ბავშვთა სათამაშოები, ტანსაცმელი და პროდუქტები.

2015 წლის 28 ოქტომბერს დაიდო ხელშეკრულება ერთის მხრივ შპს „მაგთიკომსა“ და მეორეს მხრივ აფხაზეთის უსინათლოთა და ყრუთა კავშირ „ჰერა“-ს შორის. ხელშეკრულების საგანი: კერძოდ, მაგთიკომი დააფინანსებს სტუდია „ჰერა“-ს მიერ შემეცნებითი-სასწავლო ხასიათის ნაწარმოების „საქართველო და ქართველები“ და „ყოველი საქართველო“ აუდიო ვერსიის (აუდიო წიგნის) ჩაწერა-გამოცემას. აუდიო წიგნი ძირითადად განკუთვნილია უსინათლო და მცირემხედველი მოსწავლეებისა და სტუდენტებისათვის. წიგნის ტირაჟი შეადგენს 500 ეგზემპლიარს.

2015 წლის 13 ნოემბერს აფხაზეთის უსინათლოთა და ყრუთა კავშირმა „ჰერა“-მ განახორციელა პროექტი "ინკლუზიური განათლების დანერგვა საქართველოს პროფესიული განათლებისა და გადამზადების სისტემაში " , რომელიც ითვალისწინებს უსინათლო სტუდენტებისათვის აუდიო სახელმძღვანელოს შექმნას (მეწარმეობა).

2016 წლის 1 მარტს  საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსა და  ა(ა)იპ აფხაზეთის უსინათლოთა და ყრუ-მუნჯთა კავშირ „ჰერა“-ს შორის დაიდო ხელშეკრულება,რომლის საგანია ა(ა)იპ აფხაზეთის უსინათლოთა და ყრუ-მუნჯთა კავშირი „ჰერა“-ს პროექტის „უსინათლოთა და მცირემხედველი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების თანაბარი ხელმისაწვდომობა მხატვრულ ლიტერატურაზე“ ხელშეწყობის თაობაზე. პროექტის ფარგლებში ძირითადად ჩაიწერა ქართველი მწერლების ცნობილი პიესები და სულ გამოშვებულ იქნა 200 ცალი აუდიო წიგნი. 

 

 

                       პრეზენტაცია

            2014 წლის 12 დეკემბერი

 

                   


2015 წლის აპრილში, აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულთან და კავშირებით კომერციულმა ორგანიზაციებმა: შპს „ბარამბო“-; შპს “იბერია რეფრეშმენტი“; ს/ს „ლომისი“; კომპანია „IDS ბორჯომი“; შპს „პოულტრი ჯორჯია“-მ აფხაზეთის უსინათლოთა და ყრუ-მუჯთა კავშირ „ჰერა“-ს ბენეფიციარებსა და შშმ ბავშვებს გაუწიეს ჰუმანიტარული დახმარება, რაზეც დიდ მადლობას ვუხდით მათ.

 

    

    

2015 წლის დეკემბერში შპს „ბარამბო“-მ, ს/ს „ლომისმა“, საქველმოქმედო ფონდმა „ჰონორ ვიტემ“, სამედიცინო ფონდმა „ჰიპოკრატემ“, შპს „მეგაკომ“, შპს „ევერესტი 2010, შპს „ნორბი“-მ ჩვენს კავშირში გაწევრიანებულ ბენეფიციარებს გადასცა საახალწლო საჩუქრები. კავშირში „ჰერა“ გაწევრიანებული შშმ პირების სახელით 

დიდ მადლობას გადავცემთ აღნიშნულ ორგანიზაციებს გაწეული საჩუქრებისთვის.

29. 2016 წლის 18 აპრილს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და აფხაზეთის უსინათლოთა და ყრუ-მუნჯთა კავშირ „ჰერა“-ს შორის დაიდო ხელშეკრულება # 04-47/2 სახელმწიფო შესყიდვის შესახებ. ხელშეკრულების საგანს წარმოადგენს აუდიო წიგნების დამზადების მომსახურების შესყიდვა. ხელშეკრულება დაიდო გამარტივებული ელექტრონული ტენდერის ჩატარების შედეგად. სულ მომზადებულ იქნება 26 აუდიო წიგნი.კავშირმა „ჰერა“-მ უნდა უზრუნველყოს სახელმძღვანელოების ტექსტის ადაპტაცია, სახელმძღვანელოს გახმოვანება ორი პირის - ძირითადი გამხმოვანებლისა და აუდიოდესკრიპტორის მონაწილეობით, სახელმძღვანელოების სრული ვერსიის თითო ეგზემპლიარის დაფორმატება და შესაბამის დისკზე MP3 ფორმატით ჩაწერა. პროექტის ბიუჯეტმა შეადგინა 31 200 ლარი;

30. 2016 წლის 28 აპრილს დაიდო ხელშეკრულება # 2016/84 „ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრსა“ და აფხაზეთის უსინათლოთა და ყრუ-მუნჯთა კავშირ „ჰერა“-ს შორის. ხელშეკრულების საგანია ევროპის კვირეულის ფარგლებში ღონისძიებისათვის გათვალისწინებული  სასაჩუქრე აუდიო წიგნების მომზადება და მიწოდება. სულ მომზადებულ იქნა 300 ეგზემპლიარი აუდიო წიგნი ადაპტირებული ბრაილის შრიფტით. საერთო ღირებულება - 3000 ლარი.

31. 2016 წლის 23 მაისს დაიდო მიზნობრივი დაფინანსების ხელშეკრულება # 7/1 „საქართველოს ბავშვთა და ახალგაზრდობის განვითარების ფონდსა“ და აფხაზეთის უსინათლოთა და ყრუ-მუნჯთა კავშირ „ჰერა“-ს შორის. ხელშეკრულების საგანს წარმოადგენს კონკურსში გამარჯვებული პროექტის „სოციალური საწარმო აუდიო-მულტი სტუდია გუშინ, დღეს, ხვალ“ განსახორციელებლად პროექტით ბიუჯეტით გათვალისწინებული ფინანსური სახსრების გადაცემა. პროექტის ბიუჯეტია 19 810 ლარი;

32. 2016 წლის 25 მაისს საქართველოს სახალხო დამცველის აპარატსა და აფხაზეთის უსინათლოთა კავშირ „ჰერა“-ს შორის დაიდო ხელშეკრულება. ხელშეკრულების საგანია ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის „სახალხო დამცველის ოფისის მხარდაჭერა“ სახსრებით შემდეგი პროდუქციის დამზადებისათვის „საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლების დაცვის მდგომარეობის შესახებ. 2015 წელი - ჩაწერა და ტირაჟირება. სულ გამოშვებულ იქნა 100 ეგზემპლიარი აუდიო წიგნი ადაპტირებული ბრაილის შრიფტით. ხელშეკრულების ღირებულებამ შეადგინა 1800 ლარი.

2016 წლის 8 დეკემბერს, საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის, განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრისა და ASB საქართველოს ერთობლივი ორგანიზებით, "ევროკავშირისა" და "პური მსოფლიოსთვის" ფინანსური მხარდაჭერით, გაიმართა სოციალური მეწარმეობის ფორუმი - 2016, სადაც გამოვლინდა გამარჯვებული ნომინაცია "წლის სოციალური საწარმო", აღნიშნულ ნომინაციაში  გამარჯვებული გახდა ჩვენი სოციალური საწარმო  აუდიო-მულტი სტუდია "ჰერა".


შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  აპრილი 2024  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930
საიტის მეგობრები
  • Create a free website
  • uCoz Community
  • uCoz Textbook
  • Video Tutorials
  • Official Templates Store
  • Best Websites Examples