მთავარი
2000 წლის 17 ივლისს დაფუძნდა აფხაზეთის უსინათლოთა და ყრუ-მუნჯთა კავშირი ''ჰერა", რომლიც წარმოადგენს მოქალაქეთა ინიციატივით შექმნილ არასამთავრობო, არასამეწარმეო საზოგადოებრივ ორგანიზაციას. კავშირი რეგისტრირებულია ქ. სოხუმის საქალაქო და რაიონული სასამართლოს მიერ. რეგისტრაციის ნომერია ა/4100/19-37. კავშირი ჰერა აერთიანებს 780 წევრს. აღმოსავლეთ საქართველოში ცენტრით ქ. თბილისში, აღრიცხვაზეა 294 ბენეფიციარი სამეგრელო-ზემო-სვანეთის რეგიონალურ ორგანიზაციაში ცენტრით ქ. ფოთი, აღრიცხვაზეა 259 ბენეფიციარი იმერეთი-რაჭა-ლეჩხუმის რეგიონალურ ორგანიზაციაში ცენტრით ქ. ქუთაისი, აღრიცხვაზეა 227 ბენეფიციარი 2008 წელს კავშირის ბაზაზე ჩამოყალიბდა ხმის ჩამწერი სტუდია, სადაც პროფესიონალი მსახიობების მიერ გახმოვანდა და დისკებზე ჩაწერილ იქნა მხატვრული ლიტერატურა ოთხ ენაზე (ქართულად, ოსურად აფხაზურად და რუსულად). 2011 წელს კავშირის ბაზაზე შეიქმნა სოციალური საწარმო – ხმის ჩამწერი სტუდია "ჰერა", სადაც დასაქმებულია შვიდი ბენეფიციარი. სოციალურმა საწარმომ გამოუშვა ქართული და მსოფლიოს ხალხთა ზღაპრების შედევრები (12 აუდიო დისკი),ქართველი და უცხოელი კლასიკოსების ნაწარმოებები (38 აუდიო დისკი). იხილეთ ლინკი "ბიბლიოთეკა". აფხაზეთის უსინათლოთა და ყრუ-მუნჯთა კავშირმა განაახლა უფასო იურიდიული კონსულტაციები. დღეისათვის კავშირში გაწევრიანებულია 780 ბენეფიციარი, მათგან ქ. თბილისში და აღმოსავლეთ საქართველოს რეგიონულ ორგანიზაციაში გაწევრიანებულია 294 პირი. სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონალურ ორგანიზაციაში გაწევრიანებულია - 259 პირი. იმერეთი რაჭა-ლეჩხუმის რეგიონალურ ორგანიზაციაში გაწევრიანებულია - 227 პირი.